Thursday, December 18, 2008

  ჯორჯ ბალანჩინი-გიორგი ბალანჩივაძე.
ქართველი,ქორეოგრაფი,ამერიკული ბალეტის და თანამედროვე საბალეტო ხელოვნების ფუძემდებელი.ჯ.ბალანჩინი დაიბადა ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში.ოჯახის დანარჩენი წევრების ცხოვრებაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხელოვნებასთან.მისი ძმა,ანდრიაც ცნობილი კომპოზიტორი გახდა,და-კი მომღერალი. 
  გიორგი ბავშვობიდან სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა.ხოლო პეტერბურგის მარიინის საბალეტო სასწავლებელში მოხვდა შემთხვევით,ის დას გამოყვა სინჯებზე.თუმცა მიიღეს ის და არა მისი და.1921 წელს ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ის ჩაირიცხა პეტროგრადის კონსერვატორიის საბალეტო კლასში.
  თავისი პირველი ცეკვა გიორგიმ 16 წლის ასაკში დადგა და თვითონვე შეასრულა ის.1924 წელს მან გერმანიაში გასტროლების დროს მან და რამდენიმე მოცეკვავე ქალმა გადაწყვიტეს ევროპაში დარჩენილიყვნენ.მალე ის პარიზში აღმოჩნდა,სადაც მიიღო სერგეი დიაგილევის მოწვევა რუსული ბალეტის ქორეოგრაფის თანამდებობაზე . დიაგილევის რჩევით მან გადააკეთა თავისი სახელი და გვარი ევროპულ ყაიდაზე და მოევლინა მსოფლიოს -ჯორჯ ბალანჩინი.1924-1929 წლებში ბალანჩინიმ დადგა 9 დიდი ბალეტი და რამდენიმე მცირე ნომერი.ფეხის სერიოზული ტრამვის მიღების შემდეგ,მან დაანება თავი ცეკვას და მთლიანად გადაერთო ქორეოგრაფიაზე.
  30-იანი წლების დასაწყისში ბალანჩინი ჩავიდა აშშ-ში,სადაც დაიწყო თავისი იდეის-ახალი ბალეტის შექმნის-განხორციელება.
  1934 წელს ამერიკული ბალეტის სკოლამ მიიღო პირველი მოსწავლეები,ერთი წლის შემდეგ კი,ბალანჩინმა დააარსა პროფესიული “ამერიკული ბალეტი”,შემდეგ “საბალეტო საზოგადოება” და რამდენიმე წლის შემდეგ ის უკვე მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი და ბროდვეის საუკეთესო ქორეოგრაფია.
  1950-1960 წლებში ბალანჩინმა განახორციელა რამდენიმე წარმატებული დადგმა,მათ შორის ჩაიკოვსკის “მაკნატუნა”,რომლის შესრულება აშშ-ში საშობაო ტრადიციად იქცა. გარდაიცვალა ბალანჩინი 1983 წ. მისი ანდერძის თანახმად მთელი მისი ქონება განაწილდა საბალეტო დასის ბალერინებს შორის.რაც შეეხება ბალეტს,დღეს ის ატარებს ჯორჯ ბალანჩინის სახელს.ბალანჩინისა,რომელიც იყო: ქართველი დაბადებით,პეტერბურგელი-აღზრდით და ამერიკელი-ცხოვრებით და შემოქმედებით.
დაკრძალულია ოკლენდის სასაფლაოზე,ნიუ-იორკში.
   

 ტაბატაძე გვანცა IX

ტაველიშვილი თამთა IX

რუსიტაშვილი ირაკლი IX